ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
22-03-2023
ბათუმის N3 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეები ლოზუნგის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს - ექსტრა ქრომოსომა ნიშნავს ექსტრა საყვარელს“ გაერთიანდნენ. მათ ისაუბრეს ამ დღის შესახებ. ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს.

სკოლაში ისაუბრეს იმის შესახებ, რომ დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება და ის დაავადება არ არის, გენეტიკური ცვლილებაა.

ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

აღსანიშნავია, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტია. სიტყვა დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203