თბილისის N120 სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს კლასის საათი მიეძღვნა
22-03-2023
თბილისის N120 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები ხორციელდება. ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-32 კლასში (დამრიგებელი გვანცა ღაჭავა) კლასის საათი ჩატარდა, სადაც მოსწავლეები საინტერესო და საჭირო ინფორმაციებს გაეცნენ. 

„მოსწავლეები ასევე პრაქტიკულ დავალებებშიც მონაწილეობდნენ იმის აღსანიშნავად, რომ ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ , - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებმა ასევე სიმბოლურად გამოჭრეს და მოხატეს წინდები.

აქტივობაში მოსწავლეები მონდომებითა და სიხარულით ჩაერთნენ, რომლის მიზანი ბავშვებში ცნობიერების ამაღლება იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203