ბასილეთის საჯარო სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების პრეზენტაცია გამართეს
24-03-2023

გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, VII-IX კლასის მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების პრეზენტაცია მოაწყვეს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა აბრამიძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს და კედლის გაზეთი დაამზადეს, რომლითაც აჩვენეს, რამდენად ღირებულია მხატვრული ლიტერატურა ადამიანისთვის.

აქტივობაში ყველა მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ საინტერესოდ ისაუბრეს და ხაზი წიგნის მნიშვნელობას გაუსვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203