თბილისის N141 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
„მოსწავლეებს ვულოცავთ პირველ ნაბიჯებს წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე და ვუსურვებთ თავიანთი შესაძლებლობების განვითარებასა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.