ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ გულნარა ნაკაიძეს მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სიგელი უსახსოვრეს
21-03-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა, კლასის ხელმძღვანელ გულნარა ნაკაიძეს სიგელი გადასცეს.

მოსწავლეებმა, პედაგოგს სიგელი სამახსოვროდ უსახსოვრეს და დაბადების დღესთან ერთად, სკოლაში 50-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობა მიულოცეს.

მოსწავლეებმა პედაგოგს, სკოლაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მადლობა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გადაუხადეს.

„ის არის სამაგალითო კლასის ხელმძღვანელი და ძალიან ნიჭიერი პედაგოგი ვულოცავთ ჩვენი სკოლის პედკოლექტივი და ვუსურვებთ ჯამრთელობას და კიდევ ბევრი თაობა აღეზარდოს ქალბატონ გულნარას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203