ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს
22-03-2023
გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობები ტარდება.
სკოლაში ამჯერად, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. VI კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მისალოცი ბარათები დაამზადეს, ხელოვნული ვარდები დამოუკიდებლად დაამზადეს და ასე მიულოცეს 8 მარტი მასწავლებლებს.
მათ შემოქმედებითი ხედვა, უნარები და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს