ბასილეთის საჯარო სკოლის კინოკლუბში მორიგი ქართული ფილმის ჩვენება მოეწყო
23-03-2023

გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში კინოკლუბი აქტიურად მუშაობს.

კლუბი მიზნად ისახავს მოსწავლეებში, ქართული ფილმების პოპულარიზაციას და ნანახი ფილმების სასწავლო რესურსად გამოყენებას.

ამჯერად სკოლაში, კიდევ ერთი ქართული ფილმის ჩვენება მოეწყო.

მოსწავლეებისთვის მსგავსი აქტივობა ძალიან საინტერესოა, ისინი ქართველი რეჟისორების შემოქმედებას დიდი სიამოვნებით ეცნობიან და ქვეყნის კინოხელოვნების განვითარებას აკვირდებიან.

სკოლაში, ქართული კულტურისადმი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203