იანეულის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს პრეზენტაცია მიეძღვნა
22-03-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად კი, საბუნებისმეტყველო კათედრამ, ეკოკლუბის წევრებმა და მოსწავლეთა თვითმმართველობამ წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გამართეს.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წყლის რესურსის მნიშვნელობასა და გამოყენებაზე ისაუბრეს. პრეზენტაცია ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო. შედეგად კი, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი აქტივობებით მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებას ხელს უწყობენ.