„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“- კორტოხის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ბიოლოგიის მასწავლებლის - მარინე პაქსაძისა და ხელოვნების მასწავლებლის - თამარ ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ამ თარიღთან დაკავშირებით შიდასასკოლო აქტივობა სლოგანით - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“, გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მოიძიეს ინფორმაცია, თემატური ნამუშევრები დაამზადეს და ცოდნა გაიღრმავეს.
სკოლის დირექცია ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობას უხდის და თითოეულ მონაწილეს წარმატებებს უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: