
თბილისის N190 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებისთვის არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. სკოლაში აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს, შესაბამისად მოსწავლეთა და პედაგოგთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედის დღე.
Iა კლასში, დამრიგებლის - ხათუნა ჟოჟიკაშვილის ხელმძღვანელობით, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეები დიდი მონდომებით ემზადებოდნენ ამ დღისთვის, რომ დედებისთვის მიელოცათ სიმღერით, მისალოცი ბარათებით და თბილი სიტყვებით.
მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დედებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.