თბილისის N190 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პლაკატი და საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს
22-03-2023
თბილისის N190 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, მე-72 კლასის მოსწავლეებმა,
პედაგოგ ნინო დილიმაშვილის ხელმძღვანელობით, აქტივობები გამართეს. მათ თემატური პლაკატი და საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს, რომლებიც შემდეგ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, მე-3 კლასის მოსწავლეებს დაურიგეს. 

აქტივობებში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მათი ნამუშევრები მართლაც გამორჩეული და მრავალფეროვანი იყო. მოსწავლეებმა ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდებიც მოიმარჯვეს და სათქმელი ღიად დააფიქსირეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი ღონისძიებები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203