„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ - წევის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
22-03-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, პროექტი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, მოამზადეს.

პროექტს მასწავლებელი თამუნა ფხალაძე ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეძლეს და მათ არაერთი საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეს.

პროექტის მიზანსაც სწორედ სასკოლო თემის ინფორმირება და მათში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენდა.

მოსწავლეებმა, ეს დღე შეღებილი ხელებით, ფერადი წინდებითა და სოლიდარული პლაკატებით აღნიშნეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203