„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“​ - გურკელის საჯარო სკოლის ისტორიის წრის წევრთა საინტერესო აქტივობა
23-03-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

ისტორიის წრის წევრმა მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაგეგმეს აქტივობა - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.

მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203