ღოუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ძვირფასი საჩუქარი დედებს 
22-03-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა ეწყობა.

მათ შორისაა, მე-3 კლასის მოსწავლეთა, დედის დღისადმი მიძღვნილი სახალისო აქტივობა.

მოსწავლეებმა, დიდი სიყვარულითა და მონდომებით დაამზადეს საჩუქრები და დედებს გადასცეს.

ასევე პატარებმა, დედის დღე დედებსა და ქალბატონ პედაგოგებს, ლექსებითა და ემოციური სიტყვებით მიულოცეს.

სკოლაში მოსწავლეთა ემოციების გამოხატვასა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203