თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
22-03-2023
თბილისის N36 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეები - ირაკლი მუმლაძე, ბარბარე კვანტალიანი და მარიამ ტაბახმელაშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეებს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ, ბავშვებო კიდევ მრავალ წარმატებას გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.