გურკელის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
22-03-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობასა და კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებსა თუ კონკურსებში რთავენ. 

ამჯერად სკოლაში, გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა, რომელიც მე-3-დან მე-12 კლასების ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები, თამაშში დიდი სიხარულითა და მოტივაციით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

პედაგოგები, მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსებსა თუ პროექტებში ჩართულობას მხარს უჭერენ, რადგან გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათი მოტივაციის ამაღლებისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203