„გაზაფხულისა და დედის ზღაპარი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება თხილნარის N2 საჯარო სკოლაში
22-03-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრეატიული უნარების წარმოჩენის მიზნით არაერთი ღონისძიება ეწყობა.

მათ შორის აღსანიშნავი ღონისძიება - „გაზაფხულისა და დედის ზღაპარი“, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებას, დედისა და ქალთა დღეებს მიეძღვნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით თავიანთ დედებსა და მასწავლებლებს, ერთი დღე გაულამაზეს.

პატარებმა ღონისძიების დასასრულს, დედებს ყვავილები და საუკეთესო დედის სერტიფიკატები, ხოლო მასწავლებლებს - თაიგულები გადასცეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ღვაწლმოსილი მასწავლებლები, რომელთაც მოსწავლეებმა სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად თაიგულები და სამახსოვრო საჩუქრები უსახსოვრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203