კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომოს შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
23-03-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. 

პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად, დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203