კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლამ ღონისძიებაზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა
22-03-2023
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება.
ამჯერად, სკოლაში III, V და VI კლასების მოსწავლეთა ჩართულობით დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც სასკოლო საზოგადოებამ სისვაძეების საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მიიწვია.
სკოლაში მათ მოსწავლეებთან ერთად, ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის, რაზეც სკოლა ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს