სენაკის N1 საჯარო სკოლაში III კლასის მოსწავლეებმა, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამკლაურები დაარიგეს
23-03-2023
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა.

III კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის სალომე შურღაიას ხელმძღვანელობით, სკოლაში აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა ფერადი ფურცლებისგან ამ დღის სიმბოლო - წინდები გამოჭრეს. მათ ასევე სკოლაში საკუთარი ხელით შექმნილი სამკლაურები დაარიგეს. 

აქტივობებში მესამეკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

„საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ დღის აღნიშვნის მიზანი, ისეთი აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისებაა, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლა აქტიურად ზრუნავს მსგავს აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობაზე და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203