სამღერეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი შექმნეს
22-03-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლის სამოქალაქო კლუბის - „ერთობა“ წევრები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კედლის გაზეთი შექმნეს.
აღნიშნული დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთანეთს ცოდნა გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს