„საავტორო უფლებების დაცვა“ - გორისციხეს საჯარო სკოლის III-IV კლასებში სასწავლო კვირა საინტერესო თემას დაეთმო
23-03-2023
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ასეთია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საინტერესო გაკვეთილები. III-IV კლასებში სასწავლო კვირა პედაგოგმა თეონა ელოშვილმა თემას - „საავტორო უფლებების დაცვა“ დაუთმო.
გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას, თუ რა უფლება გააჩნია სხვადასხვა ნამუშევრის ავტორს.
ბავშვებმა გაკვეთილზე საკუთარი ავტორობით სხვადასხვა მოთხრობა, ნახატი და სურათი წარადგინეს. მათ აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.
მათ პრეზენტაცია Microsoft PowerPoint-ში ააწყვეს.
მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს