„ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ - ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში ჩაერთნენ
23-03-2023

გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეები შვედურ პროექტში - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ჩაერთნენ, რომელიც „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი თეა თოლორდავა.

სკოლაში პროექტი 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შედგა.

პროექტი რამდენიმე საფეხურისგან შედგებოდა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა  დაამზადეს პოსტერები, გაეცნენ „შეზღუდული შესაძლებლობების პირთა კონვენციას“.

1-ელ საფეხურზე მოსწავლეებმა შვედურ ფილმს - „მოდის ჩვენება - გლადა ჰუდიკიდან ნიუ - იორკამდე“ უყურეს და დისკუსია გამართეს, რასაც ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.

მე-2 საფეხურზე მოსწავლეები გაეროს „ბავშვის უფლებების კონვენციას“ გაეცნენ და შეთანხმებით შექმნეს კლასის კონვენცია.

დასკვნითი საფეხური კი მოიცავდა „გააკეთე კარგი საქმე“ . მეცხრეკლასელებმა სურვილისამებრ გადაწყვიტეს სკოლის ეზოს დასუფთავება.  

„პროექტის  მთავარი  მიზანია  ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.... განსხვავებული ადამიანების მიღებითა და დაფასებით ბავშვებს ჯანსაღი ღირებულებები უყალიბდებათ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203