„ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით“ - გელაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
22-03-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მის მნიშვნელობას გაეცნენ, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს. 

მათ თემატური პლაკატი - „ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით“ შექმნეს და ხელები მოიხატეს. 

აქტივობაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203