ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა
22-03-2023
 
გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.

სკოლაში ეკოკლუბის „რიონისპირელი“ წევრებმა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო ღონისძიება გამართეს. პედაგოგებმა - ივეტა ბოკუჩავამ და სოფიო პიჭუტავამ ეკოკლუბელებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება მოაწყვეს.

მათ შექმნეს თემატური პლაკატები და ბუკლეტები.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას, რომ დაუნის სინდრომი არ არის დაავადება.

სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობები უკიდეგანოა, რაც ყველა თაობამ უნდა გააცნობიეროს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203