ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი სხვადასხვა აქტივობა იმართება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ჭადრაკს დიდი მონდომებითა და ინტერესით სწავლობენ. ამჯერად, სკოლაში ჭადრაკის შეჯიბრი გაიმართა. მის მიმდინარეობაში ყველა აქტიურად ჩაერთო, ჯანსაღი კონკურენციის შედეგად კი, სხვადახვა ადგილის მფლობელი მოსწავლეები გამოვლინდნენ.
ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ჭადრაკის შეჯიბრს სპორტის მასწავლებელი - გოჩა ავსაჯანიშვილი უძღვებოდა.
იხილეთ ფოტოები: