რეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
22-03-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთან ხელმძღვანელობით სხვადასხვა ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები: ნინო მამიჯანაშვილი, თამარ ხუციშვილი და მზია მიქაძე.  

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, გამართულ აქტივობებში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, მისალოცი ბარათები დაამზადეს და სკოლაში სადღესასწაულო გარემო შექმნეს.

დღე მოსწავლეთათვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ და ლამაზ მოგონებად იქცა.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შესაძლებლობებს წარმოაჩენს და ავითარებს, რაც მათ მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203