ლედგებეს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
22-03-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწავლისადმი ინტერესის გაღვივებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ინტელექტუალური ღონისძიებებში რთავენ.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები რამდენიმე გუნდად დაიყვნენ. მათ შესაძლებლობები და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები და აქტივობები მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.