როგორ უნდა მოვიხმაროთ ციფრული სივრცე, რომ დედამიწისთვის ნაკლებად საზიანო იყოს? - გორისციხეს საჯარო სკოლაში ციფრული დასუფთავების დღე აღინიშნა
23-03-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში ციფრული დასუფთავების დღე აღინიშნა. 

იმისთვის, რომ უფრო კარგად აღსაქმელი ყოფილიყო რა ზიანი ადგება დედამიწას, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა - გულიკო ელოშვილმა ბავშვებს გააცნო, თუ რა არის ნახშირბადი და რა დადებით და უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე. 

კომპიუტერული ტექნოლოგიებს მასწავლებელმა - თეონა ელოშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია ციფრული დასუფთავების შესახებ და გააცნო გზები, თუ როგორ უნდა მოვიხმაროთ ციფრული სივრცე, რომ დედამიწისთვის ნაკლებად საზიანო იყოს. 

ბავშვებმა შექმნეს პლაკატი, რომელიც სკოლაში თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული და ყოველდღიურად შეახსენებს მათ ციფრული დასუფთავების ხერხებს. 

მოსწავლე-პედაგოგები ენერგორესურსების ეფექტური მოხმარებისკენ ჩვენც მოგვიწოდებენ. 

„შემოგვიერთდით!

  • დასქრინეთ თქვენი ტელეფონის/კომპიუტერის მეხსიერება;
  •  წაშალეთ ყველა აპლიკაცია, რომელსაც არ იყენებთ;
  •  წაშალეთ არასაჭირო ფაილები;
  • წაშალეთ სპამი და 2+ წლის მეილები;
  • წაშალეთ უხარისხო სურათები;
  • წაშალეთ მელოდიები და ვიდეოები, რომლებსაც აღარ უსმენთ;
  • ისევ დასქრინეთ თქვენი ტელეფონის/კომპიუტერის მეხსიერება და ფოტოები გაგვიზიარეთ კომენტარებში;
  • დატკბით ციფრული მოწყობილობების მინიმალური გამოყენებით.

შედეგად ერთად წავშლით უამრავ უსარგებლო ფაილს და შევძლებთ მათი შენახვისთვის დახარჯული ელექტრო ენერგიის დაზოგვას. ეს განაპირობებს ნახშიროჟანგის ნაკლებ გამოყოფას და ბევრად უფრო ბედნიერი დედამიწის არსებობას“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

18 მარტი ციფრული დასუფთავების დღეა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203