ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
22-03-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე საინტესეროდ აღინიშნა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიის პედაგოგ ლელა სილაკაძის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობები გამართეს.
მოსწავლეებმა თემატური ნახატები, პლაკატები შექმნეს და სიმბოლურად ხელები მოიხატეს.
აქტივობაში მოსწავლეები ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩერთნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობების მიზანი მოზარდებში ცნობიერების ამაღლებისა და ტოლერანტ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა იყო.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს