
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. მათ შორისაა გარემოსდაცვითი საკითხები. შესაბამისად მოზარდები ბუნებას უფრთხილდებიან და ეკოდაცვით აქტივობებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერადაც, მაღალი კლასის მოსწავლეებმა, მეგობრულად, ურთიერთგაგებით და ერთმანეთის დახმარებით,სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს და ამ ქმედებით გამოხატეს მზაობა დაიცვან დედამიწა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჯგუფურად მუშაობისას მოსწავლეებმა დაამყარეს დადებითი კომუნიკაცია, ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და დედამიწის დღე აღნიშნეს.
აგრეთვე, ისაუბრეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეზე და შეთანხმდნენ რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
იხილეთ ფოტოები: