გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
22-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აქტივობებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა შესაბამის ინფორმაციას გაეცნენ, ცნობიერება აიმაღლეს, სხვადასხვა მასალისგან თემატური ნამუშევრები დიდი მონდომებით დაამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ მთვარი სათქმელი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, დააფიქსირეს.

აქტივობები მასწავლებლების - გუგული ვერძაძის, ხათუნა ბერიძისა თეო დევაძის ჩართულობით გაიმართა.
 
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება თუ პროექტი ხშირად ეწყობა. 

„დიდი მადლობა ჩემს პატარებს ჩართულობისთვის...მადლობა აქტიურ მასწავლებლებს ღონისძიების ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203