ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
22-03-2023
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ. 

ამჯერად, დავალება მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის შესახებ მოამზადეს. მათ თავიანთი აზრი და დამოკიდებულება სხვადასხვა ილუსტრაციით გამოხატეს. ხაზი გაუსვეს, როგორ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს.

მოსწავლეებმა ჯგუფურად და მეგობრულად იმუშავეს, ერთმანეთს დადებითი ემოცია გაუზიარეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

„შემოქმედებითი უნარის განვითარების შედეგად, მივიღეთ საინტერესო გაკვეთილი და ლამაზი ნამუშევრები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203