ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს 
22-03-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად, ღონისძიება გამართეს.

ღონისძიების მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა იყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203