ჩაისუბნის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
22-03-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები ამ თარიღს ბიოლოგიის მასწავლებლის მარიამ სიხარულიძის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ. გააჟღერეს ლოზუნგი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“. 

მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და თემატური ნამუშევრები დაამზადეს. აქტივობებში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, მოსწავლეებმა ცნობიერება აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203