აკეთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
22-03-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. 

გაიმართა ღონისძიება, რომლის მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო. ხაზი გაესვა, რომ ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა შესაძლებლობა და უნარი, საჭიროა, სტერეოტიპული დამოკიდებულების შეცლა.

მოსწავლეები სხვადასხვა ინფორმაციას გაეცნენ, შექმნეს ვიდეორგოლი და პოსტერები. პროექტის მსვლელობაში, ბიოლოგიის მასწავლებელი და სპეციალური მაწავლებელი აქტიურად ჩაერთნენ. 

სამოქალაქო კლუბის მეურვე მასწავლებელი ლეილა გოგელიაა. 

„მოსწავლეები დაინტერესდნენ საკითხით, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება, რომ საჭიროა ყველა განსხვავებულის დადებითად აღქმა, საღად მოაზროვნე აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც ცვლილებებს შეიტანს საზოგადოების სტერეოტიპულ აზროვნებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203