სენაკის N1 სკოლის პედაგოგმა, იამზე ხუნწარიამ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მესამეკლასელები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო
22-03-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა.

სკოლაში გვიყვებიან, რომ მე-3 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ იამზე ხუნწარიას ხელმძღვანელობით, არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას იძენენ, არამედ ტოლერანტობასაც სწავლობენ.

მასწავლებელი, პატარებს  დაუნის სინდრომის, ტოლერანტობის, მეგობრობის, პატივისცემისა და სიყვარულის შესახებ ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კლასში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ჩატარდა.

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.

მოსწავლეები ასევე ჭრელი წინდების კომპანიაში ჩაერთნენ, ვინაიდან წინდებს ქრომოსომების ფორმა აქვთ, ამ დღის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203