ივანდიდის საჯარო სკოლის კლუბის - „აქტიური მოქალაქეები“ წევრები, სასწავლო ვიზიტით, გაზეთის რედაქციაში იმყოფებოდნენ
22-03-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღნიშნეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლის კლუბი - „აქტიური მოქალაქეები“ ფასილიტატორებთან - ლია ჩიხლაძესთან, შორენა გუბელაძესთან და ელიზა ლიპარტელიანთან ერთად, პროექტის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით გაზეთ „ხონის“ რედაქციაში იმყოფებოდნენ.

აქტივობაში ყველა დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო, მათ ცოდნა გაიღრმავეს. ადგილობრივი მედიის მნიშვნელობისა და სამუშაო პროცესის შესახებ კლუბის წევრებს ინფორმაცია გაზეთის რედაქტორმა, მაია ფეიქრიშვილმა გააცნო. 

„ბეჭდური მედიის - „ხონის“ გუნდი ხონის მემატიანის ფუნქციასაც ითავსებს, ნებსით თუ უნებლიეთ. ყველა ჟურნალისტს ვულოცავთ პროფესიულ დღეს. დღეგრძელობას, ობიექტურობის შენარჩუნებას, წარმატებებს, ერთიან და ძლიერ საქართველოში მოღვაწეობას ვუსურვებთ“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203