გალავნის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა
22-03-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისად აღნიშნავენ. 

ყურადღების მიღმა არც ტყის საერთაშორისო დღე აღმოჩენილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობები გაიმართა. 

დაწყებით კლასებში გაკვეთილები - „ტყის მნიშვნელობა და ჩემი როლი მის დაცვაში“, ჩატარდა. გარდა ამისა, ეკოკომიტეტის მონაწილეობით, დასუფთავების აქცია, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობებში თბილისის ეროვნული პარკის თანამშრომელი ეთერ მამულაშვილი, სკოლის დირექცია და მასწავლებლები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203