აწყვიტის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიება მოეწყო
23-03-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, გაიმართა.

ღონისძიებაზე სხვადასხვა საინტერესო აქტივობა მოეწყო, რომლის მთავარი მიზანს, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ, მოსწავლეთა ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა.

მოსწავლეებმა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ფერადად შეღებილი ხელებითა, მოწოდებით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ და პლაკატებით აღნიშნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლე და ადმინისტრაცია იყო ჩართული, სპეციალური მასწავლებელი ეკა ივანიძე და კლასის დამრიგებლები ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203