ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
22-03-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მათ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, აქტივობები ჩაატარეს. მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას თუ რატომ აღინიშნება 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. მათ ასევე საინტერესო ინფორმაციები თავად მოიძიეს, დაამზადეს პლაკატები და სკოლაში პრეზენტაცია წარადგინეს.
აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ასევე უყურეს სხვადასხვა თემატურ ფილმსა და ვიდეორგოლს, შემდგომ კი ერთმანეთს მოსაზრებები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
მსგავი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს