პირველი ობჩის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
22-03-2023
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ღონისძიება - „მეგობრები ქრომოსემებს არ ითვლიან“ მიუძღვნეეს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მათ პლაკატი დაამზადეს და ხელები მოიხატეს. ისინი საინტერესო და საჭირო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
აქტივობაში მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს