ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
22-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

გაიმართა ღონისძიება, რომელშიც სსსმ მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა თვალსაჩინოდ წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელშიც დაუნის სინდრომის არსზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, რომ ჭრელი წინდა ქრომოსომებთან ასოცირდება და რომ ამ სინდრომის მატარებელ ადამიანებს „მზის შვილებს“ ეძახიან. 

ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ქრომოსომებს არ ითვლიან და დაუნის სინდრომის მქონდე პირებიც ისეთივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც სხვა მათი თანატოლები.

მოსწავლეებმა პოსტერები და ნახატები წარმოადგინეს. ბოლოს აღნიშნეს - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, „არავინ დავტოვოთ მიღმა“.

აქტივობებს უფროსი სპეციალური მასწავლებელი ნანა მაჭუტაძე უძღვებოდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203