„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“- ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
22-03-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
როგორც ყოველთვის ახლაც, უთვალავი წინდის კამპანიას, მოსწავლეები, ლანა კაკაჩიას ფასილიტატორობით, შეუერთდნენ.
ისინი ინფორმაციას დაუნის სინდრომის მქონე ცნობილ და წარმატებულ ადმიანებზე გაეცნენ, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. მათი გზავნილი ასეთია - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.
მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრებიც დაამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს