„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვილიან“- ქვემო მახოს საჯარო სკოლის V და VI კლასების მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
22-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის V და VI კლასის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეურთდნენ. 

მოსწავლეებმა თემატური საინტერესო, ფერადი და მხიარული ნახატები შექმნეს. გარდა ამისა, პრეზენტაციები მოამზადეს, ისაუბრეს 21 მარტის მნიშვნელობასა და მზის შვილებზე. შემდეგ კი სკოლის ეზოში გადაინაცვლეს.

მოსწავლეები აქტივობებში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, აზრი დააფიქსირეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვილიან. არაერთი აქტივობის განხორციელების შემდეგ გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.
აღნიშნულ აქტივობაში ჩართვის მიზანი იყო მოსწავლეებს განუვითარდეთ მხარდაჭერის, თანადგომის, სიყვარულის უნარი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203