საჩინოს თემის N2 სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
22-03-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე თემატური გაკვეთილით აღინიშნა.

ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ანნა წულაიამ და გეოგრაფიის მასწავლებელმა, გიგლა აბრალავამ მოსწავლეებს რამდენიმე საინტერესო აქტივობა შესთავაზეს. მათ წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, ტყესთან დაკავშირებით ასოციაციები დააფიქსირეს, ტყეზე თვალსაჩინო პრეზენტაციას გაეცნენ და სახალოსო და ინფორმაციულ ვიქტორინაში ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და თემის გარშემო ისაუბრეს. 

„ტყის რესურსების მნიშვნელობის გააზრება და გონივრული მართვა მდგრადი განვითარების (მიზანი 15) აუცილებელი ნაწილია. ჩატარებული აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეებში მოქალაქეობრივ და ბუნების დაცვის მხრივ პასუხისმგებლობის ამაღლებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203