„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“- დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
22-03-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ თარიღს პედაგოგები და მოსწავლეები შეუერთდნენ. მათ გზავნილი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გააჟღერეს. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, სინდრომის შესახებ ისაუბრეს, ცოდნა გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრები შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203