ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, დიორამები შექმნეს
23-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეტად საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.

დავალების ფარგლებში, მოსწავლეებმა დიორამები შექმნეს, თემაზე - „ჯუნგლები“.

მოსწავლეებს სამგანზომილებიანი სცენა უნდა შექმნათ და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თითოეულმა მათგანმა, კარგად გაიაზრა დავალების პირობა, შინაარსი და მრავალფეროვანი მასალით, ეგზოტიკურ მცენარეებთან ერთად, ცხოველები გამოსახეს.

ეს დავალება მოსწავლეებისათვის მეტად შრომატევადი და რთული, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

კომპლექსური დავალების მნიშვნელოვანი ეტაპია ნამუშევრის წარდგენა, პრეზენტაცია და მისი შეფასება. მიზანი ნამდვილად მიღწეულია, მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გასიტყვება შეძლეს, ასევე თვითშეფასება და ურთიერთშეფასება გააკეთეს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი ტიპის დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203