„ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ - ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა 
22-03-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და ამომწურავი პრეზენტაციები მოამზადეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ბიოლოგიისა და სპეციალური მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ.

პედაგოგებმა, ბავშვებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

ასევე ღონისძიებაზე, ამ თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო, შეხვედრის ბოლოს კი, მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან! დღეს, თქვენი დღეა ჩვენო უწყინარო, უბოროტო და უსაყვარლესო ადამიანებო თქვენ ამ სამყაროში ანგელოზები ხართ.....
„ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“...
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან! თუმცა „ითვლიან“ სითბოს, სიყვარულსა და სიკეთეს...
მათ შეუძლიათ ვუყვარდეთ...
ვუყვარდეთ ერთით მეტჯერ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი...
ვუყვარდეთ ძალიან და უანგაროდ...
ერთით მეტი ქრომოსომა, ერთით მეტი სიკეთეა...
სიკეთის საერთაშორისო დღეს გილოცავთ მეგობრებო...
46+1... გ ვ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ...“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203