ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა აბულაძემ სამბოში, საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია 
22-03-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა სპორტულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობასა და ამ კუთხით მათ განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლემ, ლაშა აბულაძემ 14-17 მარტს გამართულ საქართველოს ჩემპიონატში, სამბოში, 2007-2008 წლებში დაბადებულ კადეტთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა და დიპლომითა და მედლით დაჯილდოვდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლაშა ერთ თვეში გაემგზავრება ისრაელში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატში.

ბოგვის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიყვარულით ულოცავს წარმატებას X კლასის მოსწავლე ლაშა აბულაძეს, სკოლა ამაყობს წარმატებული სპორტსმენით“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203